რუსულმა ხომალდმა ნავთობის ტანკერი გაათავისუფლა

რუსულმა სამხედრო ხომალდმა გაათავისუფლა რუსული ნავთობის ტანკერი, რომელიც იემენის სანაპიროსთან გაიტაცეს მეკობრეებმა. რუსული საინფორმაციო სააგენტოების ცნობით გათავისუფლების ოპერაციის დროს მეზღვაურები არ დაშავებულან. სომალელი მეკობრეები დააპატიმრეს.