დიდ ბრიტანეთში საპარლამენტო არჩევნები მიმდინარეობს

დიდი ბრიტანეთის მოქალაქეები დღეს დილიდან ხმას აძლევენ საპარლამენტო არჩევნებში. კვლევების მიხედვით არჩევნებამდე ცოტა ხნით ადრე მცირე უპირატესობით ლიდერობდნენ კონსერვატორები. ლეიბორისტებსა და ლიბერალ-დემოკრატებს ამომრჩეველთა თითქმის თანაბარი მხარდაჭერა აქვთ. თუ ვერც-ერთი პარტია მოიპოვებს უპირატესობას, დიდ ბრიტანეთში პირველად მრავალი წლის განმავლობაში საჭირო გახდება კოალიციური მთავრობის ჩამოყალიბება.