მეტალურგიულ ქარხანაში უბედური შემთხვევა მოხდა

რუსთავში, სს “ქართული ფოლადის” მეტალურგიული ქარხნის თბოელექტროცენტრალის საამქროში უბედური შემთხვევა მოხდა. საამქროში ლითონის კონსტრუქცია ჩამოინგრა. დაშავდა ერთი მამაკაცი, რომელიც რუსთავის ცენტრალურ საავადმყოფოშია მოთავსებული. ვრცელდება ინფორმაცია, რომ ლითონის კონსტრუქციებს შორის დარჩენილია ქარხნის ერთ-ერთი მუშა. მაშველები ლითონის კონსტრუქციებში მოყოლილი მუშის ამოყვანას ცდილობენ.