ნატოს მაღალჩინოსნის თანახმად რუსეთი დაინტერესებულია ანტისარაკეტო სისტემის საკითხზე თანამშრომლობით

ნატოს მაღალჩინოსანი აცხადებს, რომ რუსეთი დაინტერესებულია ანტი-სარაკეტო თავდაცვისა და სხვა საკითხებზე ალიანსთან თანამშრომლობაში. ნატოს სამხედრო კომიტეტის ხელმძღვანელმა, იტალიელმა ადმირალმა ჯიამპაოლო დი პაოლამ ამის შესახებ ჟურნალისტებს ბრიუსელში განუცხადა, რუსეთის გენერალური შტაბის უფროს გენერალ ნიკოლაი მაკაროვთან შეხვედრის შემდეგ.