პალესტინელების გათავისუფლების ორგანიზაცია ისრაელთან არაპირდაპირ მოლაპარაკებას ემხრობა

პალესტინის გათავისუფლების ორგანიზაციის ხელმძღვანელები მხარს უჭერენ წინადადებას, ისრაელთან შუამავლების მეშვეობით მოლაპარაკების შესახებ. მდინარე იორდანეს დასავლეთ ნაპირზე პალესტინელთა მმართველ პარტია "ფატაჰის" გენერალური მდივნის მოადგილის განცხადებით, ეს გადაწყვეტილება პალესტინის გათავისუფლების ორგანიზაციის აღმასრულებელი საბჭოს შეკრებაზე მიიღეს. ახლა მოელიან, რომ პალესტინელები ამ გადაწყვეტილების შესახებ შეატყობინებენ ახლო აღმოსავლეთში შეერთებული შტატების პრეზიდენტ ბარაკ ობამას საგანგებო წარმომადგენელს, ჯორჯ მიჩელს. ისრაელსა და პალესტინელებს შორის შუამავლების მეშვეობით მოლაპარაკების ინიციატივა შეერთებულ შტატებს ეკუთვნის. ისრაელის პრემიერ-მინისტრი ბენიამინ ნეთანიაჰუ მიესალმა პალესტინელთა ამ ნაბიჯს.