საქართველოს დედაქალაქსა და რეგიონებში მეორე მსოფლიო ომში გამარჯვების 65-ე წლისთავს აღნიშნავენ

საქართველოში მეორე მსოფლიო ომში გამარჯვების 65-ე წლისთავს აღნიშნავენ. თბილისში, ვაკის პარკში, უცნობი ჯარისკაცის საფლავთან ომის ვეტერანები შეიკრიბნენ. ისინი სიტყვით გამოდიოდნენ, ერთმანეთს ლექსებითა და სიმღერებით ენაცვლებოდნენ. პარლამენტის თავმჯდომარემ, დავით ბაქრაძემ ყვავილების გვირგვინით შეამკო უცნობი ჯარისკაცის მემორიალი. მან, ხელისუფლების სხვა წარმომადგენლებმა, ისევე როგორც ოპოზიციის ლიდერებმა დღევანდელი დღე მიულოცეს ვეტერანებს. მეორე მსოფლიო ომში გამარჯვების მორიგ წლისთავთან დაკავშირებით, ვაკის პარკში მისულებს შორის იყვნენ თბილისის მერობის კანდიდატებიც. გამარჯვების დღეს ზეიმობენ რეგიონებშიც.