საფრანგეთის პრეზიდენტი და გერმანიის კანცლერი ევროზონაში მიზანშეწონილ ზომებზე შეთანხმდნენ

საფრანგეთის პრეზიდენტის ადმინისტრაციის განცხადებით, პრეზიდენტი ნიკოლა სარკოზი და გერმანიის კანცლერი ანგელა მერკელი ერთი აზრის არიან იმ ზომებზე, რომლებიც ბრიუსელში უნდა გამოცხადდეს ევროზონის წევრ ქვეყნებში კრიზისის გამწვავების თავიდან ასაცილებლად. სარკოზის ადმინისტრაციის განცხადებაში ნათქვამია, რომ ორმა ლიდერმა დღეს საღამოს ტელეფონით ისაუბრა. ბრიუსელში კი მიმდინარეობს ევროკავშირის ფინანსთა მინისტრების შეხვედრა სტაბილიზაციის მექანიზმის შესაქმნელად და, ამ ზომის მეშვეობით, საბერძნეთში ვალებით გამოწვეული კრიზისის გავრცელების თავიდან ასაცილებლად.