სეტყვამ გურჯაანის რაიონი დააზარალა

სამ სოფელში - ვაჩნაძიანში, კალაურსა და კახიფარში დაზიანებულია საკარმიდამო ნაკვეთები და სასოფლო-სამეურნეო სავარგულები. წინასწარი მონაცემებით, სტიქიამ, რომელიც თითქმის ნახევარ საათს გაგრძელდა, მოსავლის 50 პროცენტი გაანადგურა. შექმნილია სპეციალური კომისია, რომელიც გურჯაანის რაიონისთვის სტიქიისგან მიყენებულ ზარალს დაითვლის. გურჯაანში სეტყვა გუშინ მოვიდა.