რუსეთში მაღაროში მომხდარი ავარიის მსხვერპლის რიცხვი 52-მდე გაიზარდა

კემეროვოს ოლქში ”რასპადსკაიას” მაღაროში მომხდარი აფეთქების მსხვერპლთა რიცხვი 52-მდე გაიზარდა. 39 დაღუპული ამოცნობილია. დღეს დილით საგანგებო ვითარებათა სამინისტროს ოპერატიულ შტაბში ითქვა, რომ 47 მაღაროელის ბედი უცნობია. სამშაბათს მაშველებმა ხუთი დაღუპულის გვამი ამოიტანეს მაღაროდან. ქალაქ მეჟდურეჩენსკში მდებარე მაღაროში 9 მაისს ოთხი საათის ინტერვალით ორი აფეთქება მოხდა. მეორე აფეთქება გაცილებით ძლიერი იყო და მაშინ მოხდა, როცა მაღაროში 19 მაშველი ჩავიდა. ყველა მათგანი დაიღუპა. კემეროვოს ოლქში ჩავიდნენ პრემიერ-მინისტრი და ვიცე-პრემიერი, რომელიც დაზარალებული ოჯახების დახმარების კომისიას ხელმძღვანელობს. დღესვე დაკრძალეს ავარიის პირველი მსხვერპლი.