უკრაინის პარლამენტთან ოპოზიციის საპროტესტო გამოსვლა მოეწყო

უკრაინის პროდასავლური განწყობის ოპოზიციის 2000-მდე მომხრემ დღეს კიევში პარლამენტის შენობასთან გამართა საპროტესტო აქცია. მათი პროესტი მიმართული იყო პრეზიდენტ იანუკოვიჩის პრორუსული კურსის წინააღმდეგ. დემონსტრანტებს გამოტანილი ჰქონდათ ლოზუნგები, მათ შორის წარწერით: „იანუკოვიჩ, შეწყვიტე უკრაინის გაყიდვა“.
პარლამენტთან მიტინგი გამართეს იანუკოვიჩის მომხრეებმაც. ორ ბანაკს შორის გაყოფას უზრუნველჰყოფდა ათასამდე პოლიციელი.