ბრიტანეთის ახალი პრემიერ-მინისტრი დღეს კაბინეტის სხდომას პირველად გაუძღვება

ბრიტანეთის ახალი პრემიერ-მინისტრი დევიდ კემერონი დღეს კოალიციური კაბინეტის პირველ შეხვედრას უხელმძღვანელებს. კემერონმა გუშინ განაცხადა, რომ მისი კონსერვატიული პარტიისა და ლიბერალ-დემოკრატიული პარტიიდან პარტნიორებისთვის უმთავრეს საკითხს ბრიტანეთის ბიუჯეტის რეკორდული დეფიციტი წარმოადგენს, რომელიც მთლიანი შიდა პროდუქტის 11 პროცენტს აჭარბებს. ერთობლივ პრეს-კონფერენციაზე კემერონმა და ლიბერალ-დემოკრატთა ლიდერმა ნიკ კლეგმა პირობა დადეს, რომ სტაბილურ და სიცოცხლისუნარიან მთავრობას შექმნიან იმ უთანხმოების მიუხედავად, რაც ორ პარტიას შორის გადასახადების, საიმიგრაციო პოლიტიკისა და ბირთვული იარაღის შესახებ არსებობს.