დაღესტანში თავდასხმის შედეგად რვა ადამიანი დაიღუპა

დაღესტანში მოწყობილი თავდასხმის შედეგად, გავრცელებული ინფორმაციით, რვა ადამიანი დაიღუპა. იერიში წუხელ, მახაჩყალის სამხრეთით მოეწყო და მოკლულების უმრავლესობა, სავარაუდოდ, მობილური კავშირის ანძის სარემონტო სამუშაოებზე გაგზავნილი მუშები არიან. ოფიციალური ინფორმაციით, რვა ადამიანი დაიღუპა, როცა შეიარაღებულმა პირებმა ორი მანქანიდან ესროლეს მუშებსა და მათთან ერთად მყოფ მილიციელებს.