ჟენევის საერთაშორისო დისკუსიის თანათავმჯდომარეები კონსულტაციებს ცხინვალში აწარმოებენ

ჟენევის საერთაშორისო დისკუსიის თანათავმჯდომარეები შეხვედრის მე-11 რაუნდის მოსამზადებლად კონსულტაციებს დღეს ოკუპირებულ ცხინვალში აწარმოებენ. მანამდე ევროკავშირის, ეუთოს და გაეროს სპეციალური წარმომადგენლები მოსკოვში, რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს დიპლომატებს შეხვდნენ. ოკუპირებული ცხინვალიდან პიერ მორელი, ბოლატ ნურგალიევი და ანტი ტურუნენი თბილისში ჩამოვლენ.