ყირგიზეთში შეტაკება მოხდა დროებითი მთავრობის მომხრეებსა და მოწინააღმდეგეებს შორის

ყირგიზეთის სამხრეთში დროებითი მთავრობის მომხრეებსა და დამხობილი პრეზიდენტის ყურმანბეკ ალევის მხარდამჭერებს შორის შეტაკება მოხდა. ჯალალაბადში მომხდარი შეტაკების შედეგად დღეს რამდენიმე ადამიანი დაიჭრა. აქედან სულ ცოტა ერთს ცეცხლსასროლი იარაღით მიყენებული ჭრილობა აღენიშნება. ჯერ-ჯერობით არ არის ცნობილი, თუ ვისი მხრიდან მოხდა გასროლა.