ცხინვალმა გაათავისუფლა გოჩა ბერიანიძე

გორის რაიონის სოფელ ბერშუეთიდან გუშინ გატაცებული 18 წლის გოჩა ბერიანიძე გათავისუფლებულია, იუწყებიან საქართველოს საინფორმაციო სააგენტოები. ბერიანიძე ამ დროისთვის გორში იმყოფება, სადაც სამართალდამცავებს გატაცების დეტალებზე ჩვენებას აძლევს. მისი ინფორმაციით, ის ორმა რუსმა ოკუპანტმა მაშინ გაიტაცა, როცა სოფლიდან კილომეტრნახევარი მანძილის მოშორებით ტყეში იმყოფებოდა, სადაც ფიჩხს აგროვებდა. როგორც ბერიანიძე აღნიშნავს, რუსმა სამხედროებმა ის ორჯერ დაკითხეს, პირველად ოკუპირებულ ტერიტორიაზე გადაყვანისას, მეორედ კი ცხინვალში, სადაც დღეს დილით ჩაიყვანეს. მისივე თქმით, მასზე ფიზიკური ზეწოლა არ განხორციელებულა.