ინდოეთმა წარმატებით განახორციელა რაკეტის საცდელი გასროლა

ინდოეთის თავდაცვის სამინისტროს წარმომდგენელმა განაცხადა, რომ ინდოეთმა წარმატებით განახორციელა ბირთვული იარაღის გადატანის უნარის მქონე, საშუალო სიშორის რაკეტის საცდელი გასროლა. ხმელეთი-ხმელეთი ტიპის რაკეტა ”აგნი-II" ინდოეთის აღმოსავლეთში მდებარე შტატ ორისადან დაახლოებით 2000 კილომეტრზე გაუშვეს. რაკეტა ინდოეთში შეიქმნა, როგორც ბირთვული შეიარაღების მეზობლებისგან - ჩინეთისა და პაკისტანისგან მომდინარე საფრთხის შემაკავებელი. რაკეტის ადრინდელი გამოცდები მარცხით დასრულდა.