საქართველოში ფულადი გზავნილების მოცულობა აპრილში 7 მილიონით შემცირდა

ეროვნული ბანკის დათვლით, საქართველოში საზღვარგარეთიდან შემოსული ფულადი გზავნილების მოცულობა აპრილში მარტთან შედარებით 7 მილიონით შემცირდა და 75 მილიონი დოლარი შეადგინა. ფულადი ნაკადების მოცულობა შემცირებულია თითქმის ყველა ქვეყნიდან, მაგალითისთვის: რუსეთიდან აპრილში 41 მილიონის გზავნილი შემოვიდა, რაც 4 მილიონით ნაკლებია მარტის მაჩვენებელზე. 700 ათასით ნაკლებია შემოსული ამერიკის შეერთებული შტატებიდან, შემცირებულია უკრაინიდან შემოცული ფულის ნაკადიც, თითქმის მილიონამდეა კლება საბერძნეთიდან შემოსულ გზავნილებში.