რუსეთი შავი ზღვის ფლოტს მოსაზღვრე ქვეყნებზე თავდასხმისთვის არ გამოიყენებს

რუსეთი სევასტოპოლში დისლოცირებულ შავი ზღვის ფლოტს მოსაზღვრე ქვეყნებზე თავდასხმისთვის არ გამოიყენებს - ამის შესახებ კიევის სახელმწიფო უნივერსიტეტში დღევანდელი გამოსვლისას პრეზიდენტმა მედვედევმა განაცხადა და დასძინა, რომ რუსეთი მშვიდობიანი ქვეყანაა. მედვედევი მიიჩნევს, რომ სევასტოპოლში შავი ზღვის ფლოტის შენარჩუნება მნიშვნელოვანია არა მხოლოდ რუსეთის, არამედ უკრაინის, ევროპისა და ნატოსთვის, რადგან შავი ზღვის რეგიონში სტაბილურობას და უსაფრთხოებას უზრუნველყოფს.