პოლონეთში წყალდიდობამ მეექვსე ადამიანის სიცოცხლე შეიწირა

წყალდიდობამ პოლონეთში მეექვსე ადამიანის სიცოცხლე შეიწირა. 67 წლის მამაკაცის გვამი დღეს სილეზიის რეგიონში იპოვეს. დატბორილია ქალაქ კრაკოვის ცენტრის ნაწილი, დატბორვა ემუქრება ოსვენციმის საკონცენტრაციო ბანაკის მუზეუმსაც. წყლის დონემ მდინარე ვისლაში, რომელიც კრაკოვში მიედინება, 40 წლის სარეკორდოდ მაღალ მაჩვენებელს მიაღწია, ევაკუირებულია 500-მდე ადამიანი. მძიმე ვითარების შესახებ იუწყებიან ჩრდილო-აღმოსავლეთ უნგრეთიდანაც.