ტაილანდში კომენდანტის საათი სამი დღით გაგრძელდა

ტაილანდის ხელისუფლებამ ბანგკოკსა და 23 პროვინციაში გამოცხადებული კომენდანტის საათი სამი დღით გააგრძელა. კომენდანტის საათი ოთხშაბათს გამოცხადაა მას შემდეგ, რაც სამხედროებმა ბანკოკის ცენტრიდან საპროტესტო აქციის მონაწილეები განდევნეს. შეტაკების შემდეგ ქალაქში გაჩენილი ხანძრის შედეგეად 20-მდე შენობა დღემდე იწვის. დაღუპულია სულ ცოტა 50 ადამიანი და ასობით დაშავებულია. საპროტესტო აქციების მონაწილეები მთავრობის გადადგომას მოითხოვდნენ, რომელიც მათ არალეგიტიმურად მიაჩნიათ.