გორში აღმოჩენილი ხელყუმბარა გაუვნებელყოფილია

ქალაქ გორში, წყლის არხში აღმოჩენილი ხელყუმბარა გაუვნებელყოფილია და ამჟამად გამოძიება მიმდინარეობს. ადგილობრივ სამართალდამცავთა ცნობით, ტერიტორიაზე, სადაც მოზარდმა ხელყუმბარა აღმოაჩინა, რამდენიმე ბენზინგასამართი სადგური მდებარეობს. ხელყუმბარა აფეთქდა ქარელის რაიონის სოფელ ტახტიძირში, სადაც ერთი ადამიანი დაიჭრა. ოკუპირებული ცხინვალის რეგიონის მახლობლად მდებარე სოფელში მომხდარი ფაქტის გამო, საქართველოს შსს-მ რუსი სამხედროები დაადანაშაულა და მოუწოდა, მშვიდობიან მოქალაქეებზე თავდასხმები შეწყვიტონ.