სააკაშვილი სამაგალითო არჩევნების ჩატარების პირობას იძლევა

საქართველოში ადგილობრივი არჩევნები აუცილებლად სამაგალითოდ უნდა ჩატარდეს, - ამის შესახებ, პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა დღეს, საპარლამენტო უმრავლესობასთან შეხვედრაზე განაცხადა. „ეს არჩევნები მნიშვნელოვანია ქვეყნის უსაფრთხოების თვალსაზრისით. მიუხედავად საქართველოს დანგრევის მოსურნე ძალის ხელმძღვანელობის მცდელობისა, არჩევნებს ჩავატარებთ ორგანიზებულად და მშვიდობიანად“, - განაცხადა საქართველოს პრეზიდენტმა. არჩევნებში მონაწილე ოპოზიციური პარტიის ნაწილი საქართველოში მიიჩნევს, რომ ხელისუფლება ადმინისტრაციულ რესურსს იყენებს მმართველი პარტიის სასარგებლოს, ხოლო ქვეყანაში უფრო მეტი ამომრჩეველია დაფიქსირებული, ვიდრე სინამდვილეში არსებობს.