22 მაისს საქართველო მუხრან მაჭავარიანს გამოეთხოვება

პოეტ მუხრან მაჭავარიანს ხვალ მთაწმინდის მწერალთა და საზოგადო მოღვაწეთა პანთეონში დაკრძალავენ. მანამდე კი, პოეტთან გამომშვიდობება მოქალაქეებს სამების საპატრიარქო ტაძარში დილიდან შეეძლებათ. სამგლოვიარო პროცესიის დაწყებამდე პოეტს წესს საქართველოს კათოლიკოს პატრიარქი აუგებს. მუხრან მაჭავარიანს მთაწმინდის პანთეონში ნიკო ნიკოლაძისა და ნოდარ დუმბაძის გვერდით დაკრძალავენ.