დაღესტანში ორი აფეთქების შედეგად დაიღუპა მეამბოხე და სამმა მილიციონერმა კონტუზია მიიღო

დაღესტანში ორი აფეთქების შედეგად დაიღუპა მეამბოხე და სამმა მილიციონერმა კონტუზია მიიღო. როგორც „ინტერფაქსი“ იტყობინება, აფეთქება მოხდა მახაჩყალაში, ქუჩაზე, რომელზეც მილიციის ავტომობილი მოძრაობდა. მეორე ასაფეთქებელი მოწყობილობა ამოქმედდა მანქანაში, რომლის საჭეს, როგორც იტყობინებიან, თვითმკვლელი უჯდა. ეს ინციდენტი მოხდა კასუმკენტ სულეიმანოვსკის რაიონში. აფეთქებული ავტომანქანის მძღოლი გარდაიცვალა.