ავღანეთში ხუთი სამოქალაქო პირი ემსხვერპლა საბჭოთა პერიოდის ნაღმს

ავღანეთში ხუთი სამოქალაქო პირი დაიღუპა საბჭოთა პერიოდიდან შემორჩენილი ტანკსაწინააღმდეგო ნაღმის აფეთქების შედეგად. შინაგან საქმეთა სამინისტრომ დღეს განაცხადა, რომ ინციდენტი შაბათს მოხდა ხუმ-ე-ზარგარის რეგიონში, პროვინცია კაპისაში, როცა ხუთი მამაკაცი მიწას ამუშავებდა.