აშშ ჩინეთს ჩრდილოეთ კორეას წინააღმდეგ მხარდაჭერას მოუწოდებს

ამერიკის სახელმწიფო მდივანმა ჰილარი კლინტონმა, რომელიც ოფიციალური ვიზიტით იმყოფება ჩინეთში, პეკინს მოუწოდა მხარი დაუჭიროს ჩრდილოეთ კორეის შემაკავებელ ღონისძიებებს. კლინტონის განცხადება მოჰყვა სეულის განცხადებას, რომ მას უტყუარი მტკიცებულებები მოეპოვება მისი კორვეტის დაღუპვასთან ჩრდილოეთ კორეას კავშირის შესახებ. თეთრმა სახლმა სეულის ბრალდებებს ობიექტური და ადეკვატური უწოდა.