თბილისიდან მოსკოვისკენ დღეს ჩარტერული ავიარეისი შესრულდა

თბილისის აეროპორტიდან მოსკოვის მიმართულებით დღეს პირდაპირი ჩარტერული ავიარეისი შესრულდა. რუსეთის ტრანსპორტის სამინისტროს ნებართვით, ავიაკომპანია ”აირზენას” თვითმფრინავები თბილისი-მოსკოვი-თბილისის მიმართულებით, ივნისის ბოლომდე 12 ჩარტერულ რეისს შეასრულებენ. საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრომ დღეს განაცხადა, რუსეთთან პირდაპირი, რეგულარული ავიამიმოსვლის განახლება შესაძლებელი იქნება მხოლოდ ორი ქვეყნის დიპლომატიური ურთიერთობის აღდგენის შემთხვევაში.