ბრიტანეთის პარლამენტს დედოფალი ელისაბედი მიმართავს

დედოფალი ელისაბედი ბრიტანეთის პარლამენტში გამოვა და მთავრობისთვის მომავალი ერთი წლის დღის წესრიგს წარმოადგენს. ბრიტანეთის ახალი, კოალიციური მთავრობა დაადგენს საკანონმდებლო დღის წესრიგს. მას მოუწევს შეზღუდული რესურსებით მუშაობა, რადგან რეკორდული საბიუჯეტო დეფიციტის შემცირება მისი პრიორიტეტია.