რუსეთის 16 მოქალაქე დაიღუპა ქალაქ ანტალიასთან მომხდარ ავტოკატასტროფაში

რუსეთის 16 მოქალაქე დაიღუპა და 25 დაშავდა თურქეთის საკურორტო ქალაქ ანტალიასთან მომხდარი ავტოკატასტროფის შედეგად. ავტობუსი, რომლითაც რუსი ტურისტები მგზავრობდნენ, 15 მეტრის სიმაღლიდან მდინარეში ჩავარდა. პოლიციის წინასწარი ინფორმაციით, მძღოლს საჭესთან ჩაეძინა. თურქეთში დაღუპულთა ოჯახებს სამძიმარი გამოუცხადა რუსეთის პრეზიდენტმა, რომელმაც მთავრობას დაღუპულთა სამშობლოში გადასვენება და დაზარალებულთა დახმარება დაავალა.