ბათუმის ახალი ბულვარის ცენტრალურ ქუჩას ლეხ და მარია კაჩინსკების სახელი ეწოდა

ბათუმის ახალი ბულვარის ცენტრალურ ქუჩას პოლონეთის ტრაგიკულად დაღუპული პრეზიდენტისა და მისი მეუღლის ლეხ და მარია კაჩინსკების სახელი ეწოდა. ქუჩის გახსნისას პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა განაცხადა, რომ აგვისტოს ომისას, როდესაც საქართველოს საჰაერო სივრცეში შესვლას ვერავინ ბედავდა, ლეხ კაჩინსკი თბილისში მის გადასარჩენად ჩამოვიდა. პოლონეთის ტრაგიკულად დაღუპული პრეზიდენტის სახელი ბათუმამდე, თბილსის ერთ-ერთ ქუჩას ეწოდა