თბილისში გმირთა მემორიალი გაიხსნა

გმირთა მოედანზე საქართველოს ერთიანობისთვის დაღუპულ გმირთა მემორიალი საქართველოს პრეზიდენტმა, მიხეილ სააკაშვილმა გახსნა. იტალიელი არქიტექტორის მიერ დაპროექტებული მემორიალი შუშისაა და მასზე საქართველოს ერთიანობისა და დამოუკიდებლობისთვის დაღუპული 3 500 გმირის სახელია ამოტვიფრული. მემორიალის სიმაღლე 48 მეტრია.