რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრი უარყოფს ირანის მხრიდან კრიტიკას

რუსეთი ირანის მხრიდან კრემლის მისამართით ახლახან გამოთქმულ კრიტიკას უარყოფს და მას „ემოციებზე დამყარებულ“ გამოსვლას უწოდებს. ოთხშაბათს ირანის პრეზიდენტმა, მაჰმუდ აჰმადინეჟადმა „მიუღებელი“ უწოდა ირანისთვის ბირთვული პროგრამის გამო გაეროს სანქციების შესაძლო დაწესების რუსეთის მხრიდან მხარდაჭერას - და განაცხადა, რთული გასარკვევია, კრემლი ჩვენი მეგობარია თუ მტერიო. დღეს მოსკოვში გამართულ ბრიფინგზე რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, სერგეი ლავროვმა თქვა, უკვე წლებია ირანი „არადამაკმაყოფილებლად“ პასუხობს რუსეთის მცდელობას, გადაჭრას ირანის ბირთვული პროგრამის ირგვლივ შექმნილი კრიზისიო.