”ალიანსი საქართველოსთვის” არჩევნებს მას შემდეგ შეაფასებს, რაც რეალური სურათი გამოჩნდება

”ალიანსი საქართველოსთვის” არჩევნებს მას შემდეგ შეაფასებს, რაც რეალური სურათი გამოჩნდება - განაცხადა თბილისის მერობის კანდიდატმა ირაკლი ალასანიამ. მისივე თქმით, უახლოესი საათები გადამწყვეტია, რათა თბილისის მოსახლეობის რეალური არჩევანი გაირკვეს. ირაკლი ალასანიამ აღნიშნა, რომ რეალურ სურათს არა ეგზიტპოლი, არამედ ხმების დათვლის შედეგები შექმნი.