ცესკოში ჯერჯერობით 70 საჩივარია შესული

ცენტარლურ საარჩევნო კომისიაში დამკვირვებლებისა და არასამთავრობო ორგანიზაციების მხრიდან არჩევნების შემდგომი დღის დილისთვის 70-მდე საჩივარი შევიდა. როგორც ჟურნალისტებს ცესკოს თავმჯდომარემ ზურაბ ხარატიშვილმა განუცხადა, საჩივრების ეს რაოდენობა წინა არჩევნებთან შედარებით ძალიან ცოტაა. ”რა თქმა უნდა, შეუძლებელია არჩევნების ისე ჩატარება, რომ დარღვევები საერთოდ არ დაფიქსირდეს, თუმცა, თუ გავითვალისწინებთ 2008 წლის არჩევნების მონაცემებს, ამ კუთხით აშკარად წინსვლა გვაქვს", - აღნიშნა მან.