რუსეთის სატრანსპორტო ავიაცია აფხაზეთთან საჰაერო მიმოსვლისთვის მზადაა

რუსეთის სამხედრო-საჰაერო ძალების სატრანსპორტო ავიაცია აფხაზეთთან საჰაერო მიმოსვლისთვის მზად არის - ამის შესახებ დღეს მოსკოვში, ჟურნალისტებს სამხედრო-სატრანსპორტო ავიაციის სარდალმა, გენერალმა კაჩალკინმა განუცხადა. აფხაზეთის დე ფაქტო რესპუბლიკის პრეზიდენტის ამასწინანდელი განცხადების კომენტირებისას, რომ მოსკოვსა და სოხუმს შორის ავიამიმოსვლა შესაძლოა, ივლისიდან დაიწყოს, რუსმა გენერალმა აღნიშნა, რომ სამხედრო-სატრანსპორტო ავიაცია შესაბამისი დავალების მიღებისთანავე მის შესასრულებლად მზად არის.