გერმანიის ქალაქ გიოტინგენში ბომბის გაუვნებელყოფის სამი ექსპერტი დაიღუპა მეორე მსოფლიო ომის დროინდელი ბომბის აფეთქების შედეგად. ექსპერტები მის გასაუვნებელყოფად ემზადებოდნენ. ბომბი, რომელიც ახალი სპორტული სტადიონის მშენებლობის დროს აღმოაჩინეს, წუხელ აფეთქდა.