აშშ სახელმწიფო დეპარტამენტი 30 მაისის არჩევნებს გამოეხმაურა

აშშ სახელმწიფო მდივნის თანაშემწემ ფილიპ კროულიმ გუშინდელ ბრიფინგზე საქართველოს მოქალაქეებს 30 მაისს ადგილობრივი არჩევნების ჩატარება მიულოცა და აღნიშნა, რომ საერთაშორისო მეთვალყურეებმა ეუთოდან ეს არჩევნები პროგრესულად შეაფასეს. „იყო ტექნიკური წინსვლა ამ არჩევნების ადმინისტრირებაში. ჩვენმა მეთვალყურეებმა შენიშნეს დარღვევები ცალკეულ უბნებზე და ეს ეხებოდა ხმების დათვლასა და დაჯამების პროცესს ზოგიერთ უბანსა და ოლქში. ოპტიმიზმის საფუძველს გვაძლევს ცენტრალური საარჩევნო კომისიის მცდელობები საარჩევნო პროცესის გამჭვირვალეობისა და საარჩევნო პროცესში წარმოქმნილი დავების გადაჭრისთვის. თუმცა, ვეთანხმებით ეუთოს, რომ არსებობს სერიოზული ხარვეზები, რომლებიც უნდა დაიძლიოს“, - განაცხადა კროულიმ.