დაღესტანში სამი მეამბოხე მოკლეს

დაღესტანში, მილიციის ცნობით, სამი მეამბოხე მოკლეს. მილიციის პრეს-მდივან ვიაჩესლავ გასანოვის განცხადებით, მეამბოხეები ოთხშაბათს საღამოს გამოიკეტნენ შენობაში, რომელზეც დღეს მიიტანეს იერიში მილიციელებმა, მეამბოხეებთან იარაღის დაყრაზე უშედეგო მოლაპარაკების შემდეგ. გასანოვის განცხადებით, მილიციელების რიგებში მსხვერპლი არ არის.