ცესკომ საჩივრების შედეგები გამოაქვეყნა

ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ 30 მაისის თვითმმართველობის არჩევნებთან დაკავშირებით ცესკოში შესული საჩივრების შედეგებს გამოაქვეყნა. ცესკოს თავმჯდომარე ზურაბ ხარატიშვილმა განაცხადა, რომ საოლქო და საუბნო საარჩევნო კომისიებში სულ 232 საჩივარი შევიდა. აქედან განიხილეს 121, დააკმაყოფილეს - 15, ნაწილობრივ დააკმაყოფილეს - 13.