სტამბოლში ისრაელის წინააღმდეგ მასობრივი აქცია გაიმართა

თურქეთისა და პალესტინური დროშებით ხელში ათასობით ადამიანი მივიდა სტამბოლში, ისრაელის წინააღმდეგ გამართულ აქციაზე, ისრაელის მიერ განხორციელებული რეიდის მსხვერპლთა ხსოვნისთვის პატივის მისაგებად. ხალხი შეგროვდა ერთ-ერთ მეჩეთთან, სადაც მოკლული 9 თურქი აქტივისტისგან ერთ-ერთის სახელზე მსახურება ჩატარდა. აქტივისტები შეეწირენ შეტაკებას ისრაელის სამხედროებთან - ამ უკანასკნელებმა ორშაბათს იერიში მიიტანეს გემზე, რომელიც ისრაელის ბლოკადის გარღვევას და ღაზაში ჩასვლას ცდილობდა. რეიდისთვის - რომელიც საერთაშორისო წყლებში მოხდა - ისრაელი ბევრმა ქვეყანამ თუ ორგანიზაციამ გააკრიტიკა. თურქეთი აცხადებს, რომ შესაძლოა შეამციროს ეკონომიკური და თავდაცვითი კავშირები ისრაელთან - რომელიც ერთ დროს მისი მოკავშირე იყო. აქტივისტები ამბობენ, რომ ჰამასის კონტროლის ქვეშ მყოფი ღაზისკენ ჰუმანიტარული ტვირთით კიდევ ერთი გემი მიდის. ისრაელი აცხადებს, რომ გემს არ მისცემს ღუზის ღაზაში ჩაშვების საშუალებას.