ნინო ბურჯანაძის პარტიას მოჭიდავე ლუკა კურტანიძე შეუერთდა

"დემოკრატიული მოძრაობა-ერთიანი საქართველოს“ ლიდერმა, ნინო ბურჯანაძემ, პარტიის ახალი წევრი, მოჭიდავე ლუკა კურტანიძე წარადგინა. ბურჯანაძის თქმით, ევროპის ოთხგზის და მსოფლიოს ორგზის ჩემპიონის პარტიაში გაწევრიანების გადაწყვეტილება ხელისუფლების მხრიდან მისი არჩევნის წინაშე დაყენებამ გამოიწვია - ან სპორტის დეპარტამენტში გაეგრძელებინა მუშაობა და ან ამ პარტიასთან ჰქონოდა კავშირი. თავად კურტანიძის განცხადებით, პოლიტიკაში წასვლა მას სპორტის სფეროში ბევრი უსამართლობის ხილვამ გადააწყვეტინა.