რუსეთი ლეხ კაჩინსკის თვითმფრინავის კატასტროფის შემდეგ მოროდიორობის ფაქტს ადასტურებს

რუსეთის პროკურატურის საგამოძიებო კომიტეტმა ოფიციალურად დაადასტურა, რომ სმოლენსკთან პრეზიდენტ ლეხ კაჩინსკის თვითმფრინავის კატასტროფის შემდეგ, ერთ-ერთი პოლონელი ჩინოვნიკის საბანკო ბარათების მოპარვის გამო, სისხლის სამართლის საქმე აღიძრა. საგამოძიებო კომიტეტის წარმომადგენლის ვლადიმირ მარკინის ცნობით, ძარცვაში ეჭვმიტანილნი არიან სმოლენსკის გარნიზონის სამხედრო მოსამსახურეები და არა მილიციელები და შინაგანი ჯარის სპეცრაზმელები, როგორც ამას პოლონური მხარე აცხადებდა. დღესვე რუსეთის თავდაცვის სამინისტრომ განაცხადა, რომ მზად არის გარდაცვლილი პოლონელი ჩინოვნიკის საბანკო ანგარიშიდან გატანილი თანხა, 60 ათას 345 რუბლი აანაზღაუროს