ახალი ამბები ავღანეთში მეამბოხეებმა ნატოს ვერტმფრენი ჩამოაგდეს ივნისი 09, 2010 ნატოს განცხადებით, ავღანეთში მეამბოხეებმა ალიანსის ვერტმფრენი ჩამოაგდეს სამხრეთში მდებარე ჰელმანდის პროვინციაში. ამ ცნობით, დაიღუპა ნატოს ოთხი ჯარისკაცი. სხვა დეტალები არ დაუზუსტებიათ. იერიშზე პასუხისმგებლობა თალიბანმა იკისრა.