პედაგოგთა პროფკავშირი ხელისუფლებას ადანაშაულებს

პედაგოგთა პროფკავშირი ხელისუფლებას პროფკავშირის საქმიანობაში ჩარევაში ადანაშაულებს. როგორც ”ინტერპრესნიუსს” საქართველოს პედაგოგთა და მეცნიერთა თავისუფალი პროფკავშირიდან აცნობეს, განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო დირექტივებს აძლევს რესურს-ცენტრებსა და სკოლების დირექტორებს, რათა პროფკავშირში საწევროები არ გადარიცხონ. ”ასეთი დირექტივები, ბუნებრივია, მინისტრის ოფიციალური ბრძანებით არ ხდება და მხოლოდ ზეპირი გაფრთხილებებია. თუმცა, ამ დირექტივის დაუცველობის შემთხვევაში, რესურს-ცენტრების ხელმძღვანელებს და დირექტორებს სამსახურიდან დათხოვნა ემუქრებათ”, - აცხადებს პედაგოგთა პროფკავშირის პრეზიდენტი მანანა ღურჭუმელიძე.