ნატომ ავღანეთისკენ მიმავალი „ჩრდილოეთის დერეფანი“ აამოქმედა

ნატომ გამოაცხადა, რომ ავღანეთში მოქმედი საერთაშორისო ძალების საკვებითა და აღჭურვილობით მოსამარაგებლად გაიხსნა ახალი, „ჩრდილოეთის დერეფანი“. 9 ივნისს რუსეთის, ყაზახეთისა და უზბეკეთის ტერიტორიების გავლით ავღანეთში ტვირთების პირველი პარტია ჩავიდა. აქამდე საერთაშორისო ძალებს ძირითადად პაკისტანის გავლით ამარაგებდნენ, მაგრამ საკვებითა და აღჭურვილობით დატვირთულ ავტოკოლონებს ხშირად ესხმიან თავს ავღანეთ-პაკისტანის სასაზღვრო რეგიონში.