ერაყში დანაღმული მანქანის აფეთქების შედეგად ორი ამერიკელი და სამი ერაყელი ჯარისკაცი დაიღუპნენ

ერაყში ამერიკელი სამხედროები განცხადებით, ორი ამერიკელი დაიღუპა და ექვსი დაიჭრა ჩრდილოეთ ერაყში დანაღმული ავტომანქანით მოწყობილი იერიშის შედეგად. სამხედროების ცნობით, დაიღუპა სამი ერაყელი ჯარისკაციც, დაიჭრა 22. სხვა დეტალებზე ინფორმაცია ჯერ არ გავრცელებულა.