მსოფლიოს საფეხბურთო ჩემპიონატზე დღეს სამი მატჩია

სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკაში, მსოფლიოს საფეხბურთო ჩემპიონატზე დღეს სამი მატჩია. B ჯგუფში სამხრეთმა კორეამ დაამარცხა საბერძნეთის გუნდი - 2:0. ამავე ჯგუფში არგენტინისა და ნიგერიის ნაკრებების თამაში დასრულდა დიეგო მარადონას ხელმძღვანელობით მოთამაშეთა გამარჯვებით, მინიმალური ანგარიშით, 1:0. მოგვიანებით გაიმართება კიდევ ერთი მატჩი. C ჯგუფში აშშ-ისა და ინგლისის გუნდები შეხვდებიან ერთმანეთს - მსოფლიოს თასის გათამაშებაში 1950 წლის შემდეგ პირველად.