ავღანეთის პრეზიდენტი ყანდაარში ადგილობრივ უხუცესებს შეხვდა

ავღანეთის პრეზიდენტი ჰამიდ კარზაი სამხრეთის ქალაქ ყანდაარში ჩავიდა და შეხვდა ადგილობრივ მოსახლეობას და უხუცესებს. კარზაიმ მოუწოდა მათ მომავალ მსხვილ ოპერაციაში მხარდაჭერისკენ თალიბი მეამბოხეების წინააღმდეგ. ავღანეთის პრეზიდენტს მოგზაურობაში ახლავს ავღანეთში აშშ-ის და საერთაშორისო ჯარების მეთაური, გენერალი, სტენლი მაკკრისტალი.