ევროპის საბჭომ "ანტირასისტული კომისიის" დასკვნა გამოაქვეყნა საქართველოს შესახებ

ევროპის საბჭოს „რასიზმის და შეუწყნარებლობის წინააღმდეგ კომისიამ“ საქართველოს შესახებ მესამე ახალი ანგარიში გამოაქვეყნა. კომისიის თავმჯდომარემ, ნილს მუიზნიეკსმა ხაზი გაუსვა დადებით განვითარებას რასისტულ, კანის ფერის, ენის, რელიგიის, ეროვნულ და ეთნიკურ ნიადაგზე დისკრიმინაციის წინააღმდეგ ბრძოლაში ინიციატივებს, მაგრამ იქვე გამოხატა შეშფოთება, რომ საქართველოში ზოგიერთი ეთნიკური უმცირესობა გარიყულია საზოგადოებიდან ქართული ენის არცოდნის გამო, და რომ ბოშები კვლავ დაუცველები არიან. ანგარიშში დადებითადაა შეფასებული სახალხო დამცველის მოქმედება, ასევე პოზიტიურ ფაქტორადაა მიჩნეული აიძულებით ადგილნაცვალი პირების მიმართ მიღებული ზომები. ანგარიშში ლაპარკაია გარდა სახელმწიფო ენის არცოდნის გამო იზოლაციის, ასევე ზოგიერთ არეალში ინფრასტრუქტურული პრობლემების გამო. ანგარიშის თანახმად, პრობლემაა რელიგიური დევნა და ძალადობა და ის, რომ პოლიცია, ასეთ შემთხვევებში ყოველთვის არ რეაგირებს სათანადოდ.