პოლიცია პუტინზე კრიტიკული ბროშურების კონფისკაციას ახდენს

სანკტ-პეტერბურგის პოლიციამ პრემიერ-მინისტრ ვლადიმირ პუტინის შესახებ კრიტიკული ბროშურის 100,000 ასლის კონფისკაცია მოახდინა. ბროშურის სათაურია „პუტინი. შედეგები. 10 წელიწადი“. მისი ავტორები არიან ოპოზიციური კოალიცია „სოლიდარნოსტის“ თანათავმჯდომარე ბორის ნემცოვი და ეკონომისტი ვლადიმირ მილოვი. ბროშურა უნდა დაერიგებინათ საერთაშორისო ეკონომიკურ ფორუმზე, რომელიც სანკტ-პეტერბურგში მალე უნდა გაიმართოს.